Reform-Talks-ით გავხსნით დღევანდელ ჩემს ბლოკს და ჩემს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მნიშვნელობაზე. სისტემის ჩვენს ქვეყანაში გამართვას - მათ შორის, საკანონმდებლო რეგულაციების დონეზეც -USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა უჭერს მხარს. სისტემამ ბიზნესის ხელშემწყობ გარემოს უნდა დაუჭიროს მხარი - ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დააახლოებს. რა სიახლეები გვაქვს ამ ნაწილში და რას მოუტანს ბიზნესს ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა.
სხვათა შორის, -ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მასპინძლობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ორგანიზებული 7-დღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის და სანავსადგურე გაერთიანების სისტემის საკანონმდებლო განხილვა სულ რაღაც ათი დღის წინ შედგა. რა მოლოდინები აქვს ბიზნესს?
სტუმრები: აკაკი საღირაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
თემელი შაშიკაშვილი - LAM Shipping Agencies Georgia-ს მმართველი დირექტორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;