USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა ვრცელი გზამკვლევი, რომელიც ასწავლის ქართულ კომპანიებს, როგორ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესყიდვებში.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მრავალია წელია მხარს უჭერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო შესყიდვების რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციისკენ. რეფორმა, სხვა სარგებელთან ერთად, ქართულ კომპანიებს ანიჭებს უპრეცედენტო წვდომას ევროკავშირის შესყიდვების 2 ტრილიონი ევროს ბაზარზე.
სტუმრები: ლიანა ახობაძე - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი საკანონმდებლო საკითხებში;
კახა დემეტრაშვილი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
გვანცა მელაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად