მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reforma - "ენსისი"-ს რებრენდინგი "მომავლის შთაგონებით"

BM.GE
13.04.22 13:38
430
სამშენებლო კომპანია NCC Construction-მა რებრენდინგი განიცადა და REFORMA Construction management კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად განსხვავებულია NCC-ის ძველი სტრუქტურისგან და ახალი ჰოლდინგური კომპანია, გახდება გენერალური კონტრაქტორი, რომელიც შვილობილი კომპანიების - REROUTE-ის, RENOVATE-ის, RENTAL-ის და REZORT-ის მენეჯმენტით იქნება დაკავებული. REFORMA-ს შვილობილი კომპანია REROUTE გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობით იქნება დაკავებული; RENOVATE პარკების, ფასადების, კულტურული ძეგლებისა თუ შენობების რეაბილიტაციისა და მშენებლობის სექტორში იქნება წარმოდგენილი; კომპანია RENTAL სამშენებლო ტექნიკის გაქირავებით იქნება დაკავებული; სტუმარ-მასპინძლობის სექტორში კი წარმოდგენილი იქნება კომპანია REZORT. 

ფორბს კვირასთან, reforma group-ის დამფუძნებელი, გეგი ქლებაქიანი ამბობს, რომ რეფორმების თვალსაზრისით სამშენებლო სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია, ამ ინდუსტრიაში თითქოს ვერაფერი შეიცვლება და ყველაფერი უცვლელად მოგვყვება მე-19 საუკუნიდან. მათ მიზანს კი რეფორმის ავანგარდში ყოფნა წარმოადგენს და სახელი Reforma-ც სწორედ ამის გამომხატველია. 

გეგი ქელბაქიანი - “Reforma Group”, დამფუძნებელი