რეფორმა გაზის სექტორში - ელექტროენერგიის შემდეგ საქართველომ ბირჟა გაზის სექტორშიც უნდა აამოქმედოს. გაზის ბაზრის გახსნა საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულების ნაწილია. მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული ბირჟა სრულყოფილად გაიხსნება, შემდეგი ეტაპი უკვე გაზის ბირჟის ჩამოყალიბებაა. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ერთ ბირჟაზე შესრულდება.