დუშეთში ურბანული განახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში, უკვე დასრულებულია 28 სახლის კეთილმოწყობა. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, დასრულდა ქალაქ დუშეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, ხოლო, მეორე ეტაპის ფარგლებში, პრაქტიკულად დასრულებულია ხუთი სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. ეს ის ბოლო სიახლეა, რომელიც დუშეთის განახლებას ეხება, თუმცა პარკის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტ კომპანიამ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაასრულა. დუშეთი არ არის ერთადერთი პარკი, რომელიც რეფორმას გუნდმა განაახლა, მათ სიაში ბევრი საინტერესო პროექტია, რომელიც დედაქალაქის გარდა, ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებს განახლებული და გათანამედროვებული სახით შემორჩა.
სტუმარი: გეგი ქელბაქიანი - Reforma Construction Management Company-ის დამფუძნებელი.