საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ცვლილებებზე პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული ცვლილებით, საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად, ერთი მმართველობითი ორგანო - მმართველობითი საბჭო შეიქმნება. იზრდება ლიმიტებიც, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც დარჩება. ოპოზიციონერ დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე არაერთი შენიშვნა აქვთ, მათ შორის აცხადებენ, რომ მსხვილ პროექტებში საპენსიო თანხების ჩადება არაერთ რისკს უკავშირდება.