საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ცვლილებებზე პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული ცვლილების თანახმად, საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად, ერთი მმართველობითი ორგანო - მმართველობითი საბჭო შეიქმნება. იზრდება ლიმიტებიც, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც დარჩება. დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე ყველაზე მეტი შენიშვნა სწორედ საპენსიო თანხებით მსხვილი პროექტების დაფინანსების საკითხზე ისმოდა.