ოპოზიციურმა პარტია „რეფორმა გაერთიანებულმა სამეფომ“ (Reform UK) ბრიტანელი კრიპტოვალუტის მილიარდერისგან 72 მილიონი ფუნტის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომელიც 36-36 მილიონი ფუნტის ოდენობის ორ დონაციად განხორციელდა და გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკური პარტიისთვის ოდესმე გაკეთებული ყველაზე დიდი შემოწირულებაა.
როგორც ბენ დელომ Daily Telegraph-ში დაწერა, რომ ამ შემოწირულებას იმიტომ აკეთებდა, რომ სურდა „სამართლიანი ბრძოლა და თანაბარი პირობები“.
„რეფორმმა“ განაცხადა, რომ 72 მილიონი ფუნტი მოხმარდება „ყველაზე ჭკვიანი და საუკეთესო სპეციალისტების დაქირავებას, რომლებიც პოლიტიკის შემუშავებაზე იმუშავებენ, ასევე მთავრობისთვის მომზადებულ ისტორიაში ყველაზე ყოვლისმომცველ გეგმაზე მუშაობას“.
„რეფორმა“ საკუთარი ფინანსების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მთავრობა ცდილობს შეზღუდოს ის თანხა, რომლის შეწირვაც გაერთიანებულ სამეფოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ბრიტანეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
დელომ განაცხადა, რომ ამიერიდან 2029 წელს, ლეიბორისტული პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნების დანიშვნის შესაძლო ბოლო ვადამდე, ყოველთვიურად 1 მილიონ ფუნტს შესწირავდა პარტიას. თუმცა, მან გადაწყვიტა, მთელი თანხა წინასწარ გადაეცა, იმ შემთხვევისთვის, თუ მთავრობა მომავალში მეგაშემოწირულებების შეზღუდვას შეეცდებოდა.
შეფილდში დაბადებულმა დელომ, რომელსაც „რეფორმისთვის“ უკვე 4 მილიონი ფუნტი აქვს შეწირული, ადრე განაცხადა, რომ პარტიის მხარდაჭერის გასაგრძელებლად ჰონგ-კონგიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებას აპირებდა.





















