გარდა იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ენერგეტიკული ბირჟის გახსნა დაანონსდა, გასული და მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი ახალი ინიციატივების შესახებ გახდა ცნობილი.
გადაწყვეტილებები, რაზეც ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გასული კვირის ბოლოს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა ისაუბრა, მიმდინარე კვირის პირველ სამუშაო დღეს, მთავრობის სხდომაზე ჯერ პრემიერმა, შემდეგ კი თავად ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააცნო საზოგადოებას. მთავრობა ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელს ცვლის.
იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პირდაპირ გაუფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და შემდეგი სიმძლავრის აუქციონები აღარ გამოცხადდება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. მინისტრმა განმარტა, რომ თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები, თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც მეორე CFD აუქციონის შედეგად დადგინდა. სამინისტრო მზადაა, თუ მედიანური ტარიფი მისაღები იქნება ბიზნესისთვის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება აუქციონს მიღმა დარჩენილ პროექტებზეც გააფორმოს.
სტუმრები: თორნიკე ბახტურიძე - "უსასრულო ენერგიის" დამფუძნებელი;
მერაბ ლომინაძე - "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი;