მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეფორმები, რასაც ვახორციელებთ, იქ ჩაწერილია პუნქტებად" - აზარაშვილი ადამიანური კაპიტალის პროგრამაზე

6357f8635c730
თამთა ჯიჯავაძე
25.10.22 17:46
484
დღეს მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით. პროგრამის დაფინანსება ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო.

აღნიშნული კრედიტი იქნება გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება ქვეყნისთვის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, ჯანდაცვის მიმართულებით რეფორმების კუთხით გაცილებით წინ არის ქვეყანა იმისთვის რომ შესაბამისი თანხები აღნიშნული კრედიტისგან უკვე მოვითხოვოთ.

„ჯანდაცვის მიმართულებით ის რეფორმები, რასაც დღეს ვაკეთებთ, იგივე DRG, რეფერენტული ფასები, რომლებიც მალე უნდა გავუშვათ, სოციალური დაცვის მიმართულებითაა ბევრი რეფორმა და კიდევ სხვა, იქ არის ჩაწერილი პუნქტებად… დღეს ვხუმრობდით კიდეც, რომ ჩვენ გაცილებით წინ ვართ ამ პროექტებში, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შევასრულეთ და შესაბამისი თანხები მოვითხოვოთ. ასევე, ეს ტექნოლოგიურ, IT კუთხით განახლებას ეხება და ბევრი რაღაც უკვე დაწყებული გვაქვს, როგორიცაა ელექტრონული ჯანდაცვის, ასევე ტელემედიცინის კუთხით. ამიტომ ამ კუთხით საკმაოდ წინ ვართ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით $245 მლნ დაიხარჯება. საქმე ეხება მსოფლიო ბანკის პროგრამას, რომელიც შესრულებული სამუშაოსთვის დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს. როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, $150 მლნ-ია ჯანდაცვის მიმართულებით, $95 მლნ კი სოციალური მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები