მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეფორმები, რომელიც საგადასახადო სტრუქტურებში ტარდება, Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე დადებითად აისახება"

58146ae902f49
BM.GE
29.10.16 13:22
1500
ვინ აწვდის მსოფლიო ბანკს ინფორმაციას ქვეყნის შესახებ და როგორ შედგა Doing Business-ის მსოფლიო რეიტინგი კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, - ამაზე ზუსტი პასუხი მხოლოდ მათ აქვთ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა და დახმარება გაუწია მსოფლიო ბანკს კვლევის პროცესში. ასეთი ერთ-ერთი Delloite-ის დირექტორი საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი თავართქილაძეა, რომელიც თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრობს.

-ბატონო გიორგი, როგორი იყო თქვენი როლი Doing Business-ის კვლევაში და როგორ ხდება ეს კომუნიკაცია?

- ქვეყნისთვის რეიტინგის მინიჭება ძირითადი ათ პარამეტრზე დაყრდნობით ხდება, რომელთა შორის ერთ-ერთია გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სიმარტივე, რომლის რესპონდენტიც კონკრეტულად მე ვიყავი. არსებობს სხვა პარამეტრებიც, მაგალითად როგორიც არის ელექტროენერგიის მიწოდების სიმარტივე, სამშენებლო სექტორში ლიცენზიების აღება, კომპანიების რეგისტრაცია და ა.შ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კონკრეტულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სახვა ექსპერტები და სპეციალისტები იყვნენ ჩართული.

არანაირი ინტერაქტიული შეხვედრები ან ინტერვიუები მსოფლიო ბანკის წარმომადგენეებთან ჩვენ არ გვქონია. სპეციალური კითხვარია, რომელში რამდენიმე მაგალითია მოცემული, კონკრეტული ქეისია კონკრეტული კომპანიის შესახებ. მაგალითად, იყო საუბარი ერთ-ერთ კომპანიაზე, რომელსაც 60 თანამშრომელი და 5 დამფუძნებელი ფიზიკური პირი ყავს, ვთქვათ ამ კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის, როგორც წარმოება ასევე გადაზიდვა, ასევე იგი მიწის ნაკვეთების მფლობელია, რომელსაც ყიდულობს, მერე ყიდის და ა.შ. ამ მაგალითზე დაყრდნობით კითხვარში იყო შეკითხვები. შეკითხვები კი ასეთი ხასიათისაა, მაგალითად რამდენი დრო ჭირდება გადასახადების გაანგარიშებას და გადახდას, დღგ-ის დაბრუნების თემებზე იყო გარკვეული შეკითხვები, მოგების გადასახადის კალკულაციას რა დრო სჭირდება, დიდი აქცენტი და დრო იყო დათმობილი გადამხდელებთან დავის არსებობის შემთხვევაში, დავების გადაწყვეტის სისწრაფეზე და ასევე საგადასახადო აუდიტის ჩატარების ხარისხზე და სისწრაფეზე.

-თეორიულად შესაძლებელია, რომ Doing Business-ი მოტყუვდეს, რესპოდენტებისაგან?

-ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ არის რესპოდენტი. მსოფლიო ბანკი ისეთ რესპოდენტებს არჩევს, რომელთა აზრსაც ალბათ ითვალისწინებს, იზიარებს და შესაბამისად ენდობა კიდეც. რა თქმა უნდა, გამორიცხვა არაფრის შეიძლება, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამის გაკონტროლებაც და იდენტიფიცირებაც ადვილია როდესაც ერთი ექსპერტის აზრი ძალიან აცილებულია სხვა ექსპერტების აზრს, ამ შემთხვევაში დამატებითი კვლევები ინიშნება. მე ვერ გეტყვით, რომ ამ მხრივ რამე პრობლემა მქონდა და დამატებით შეკითხვები მომივიდა, მაგრამ ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევას ქონდეს ადგილი.

- ბოლო პერიოდის განმავლობაში Doing Business-ის მეთოდოლოგია რამდენჯერმე შეიცვალა და დღესაც დავა მიმდინარეობს იმაზე საქართველოს პოზიციების წლიდან წლამდე გაუმჯობესებაზე . თქვენი შეფასება ამ საკითხზე როგორია?

- გასაგებია, რომ ადრე ათეულში ვიყავით, მაგრამ თუ გასულ წელს შევადარებთ გაუმჯობესება სახეზე გვაქვს იმიტომ, რომ 23-ე ადგილიდან მე-16-ზე გადმოვედით. აღსანიშნავია, რომ ტენდენცია კარგია, ჩვენ იმ საწყისი ეტაპისკენ მივიწევთ, რომელიც ჩვენ ადრე გვქონდა. მე დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის რეფორმები, რომლებიც ამჟამად საგადასახადო სტრუქტურებში მიმდინარეობს ეს ამ რეიტინგის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო, როგორც უკვე აღვნიშნე დანარჩენი 9 კრიტერიუმი არსებობს, რომლებზეც რეიტინგის აწევა უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს რეიტინგმა საერთო ჯამში მოიმატოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები