ელ-კომერციის ინდუსტრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საერთაშორისო ვაჭრობაში. საქართველოში ელექტრონული კომერციის წილი საცალო გაყიდვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. თუ ევროპის საშუალო მაჩვენებელი 12%–ია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 10–ჯერ და უფრო მეტად ნაკლებია.
პანდემიის დროს განსაკუთრებით ვიგრძენით ყველამ, რომ ელექტრონულ ვაჭრობაზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. ამისთვის – USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს როგორც მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან იმისთვის, რომ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, მხარი დაუჭიროს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას ადგილობრივ ბაზარზე და სექტორის სანდოობის ამაღლებას.
რეფორმამ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ბაზრები საცალო მოვაჭრეებისა და მიმწოდებლებისთვის, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ამ მიზნების მისაღწევად ორი ფუნდამენტური წინაპირობა უნდა იყოს დაცული – კარგად უნდა განვითარდეს ელ–კომერციის ეკოსისტემა და უნდა შეიქმნას გამართული და დაბალანსებული საკანონმდებლო ბაზა, სადაც თანაბრად იქნება გათვალისწინებული როგორც მომხმარებლის, ისე კერძო სექტორის უფლებები და ინტერესები.
USAID-ი პარტნიორობას იწყებს მასტერკარდთან – რა მოლოდინები არსებობს ამ მიმართულებით და რას გააუმჯობესებს რეფორმაში კერძო სექტორის ხედვის შეტანა?
სტუმრები: ნატალია ბერუაშვილი - USAID/Georgia-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი;
დავით წიკლაური - "USAID საქართველოს" კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი;
დავით ზღუდაძე - #Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;