მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

REGI BASE GEORGIA-ს პროექტები საქართველოში

BM.GE
03.08.22 11:26
545
საქველმოქმედო ფონდი „REGI BASE“ ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა, რომლის საშუალებით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს,გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება. „REGI BASE GEORGIA“კი,ფონდის ინიციატივით, 2020 წელს საქართველოში დაფუძნდა. 

ჩეხურ საქველმოქმედო ფონდ „REGI BASE“ და „REGI BASE GEORGIA“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ჩეხურმა და ქართულმა მხარემ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ოჯახის წევრებისათის სპეციალური, საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს, 18-24 წლის, 25 სტუდენტის ჩეხეთში, პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში 1 წლიანი, როგორც საბაკალავრო, ისე, სამაგისტრო სასწავლო კურსის სრულ დაფინანსებას, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალობაზე. ასევე, ჩეხური მხარე იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტთა ყოველთვიურ სტიპენდიაზე 3,000 ჩეხური კრონის ოდენობით, თავისუფალ დროს ანაზღაურებად დასაქმებაზე სასტუმრო და სარესტორნო სფეროში, მუნიციპალური ტრანსპორტის ბილეთებით, SIM ბარათით, საცხოვრებელით, სამჯერადი კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფაზე. სტუდენტთა ჯგუფს გამოეყოფა კურატორი, რომელიც მათ დახმარებას გაუწევს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების განხორციელების პროცესში. 

სტუმრები: ლევან ბიგვავა - "REGI BASE GEORGIA"-ს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
მიხეილ ტარახჩევი - "REGI BASE GEORGIA"-ს ფონდის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები