ბათუმში 2024 წლის 9 თვეში 10,895 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 10.7%-იანი კლებაა. კლება ფიქსირდება როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე, ამის მიუხედავად კი ფასი თვიდან თვემდე მცირედ ზრდას აჩვენებს. განსხვავებული ტენდენციაა ბაკურიანში, სადაც სამი კვარტლის მონაცემებით 17.3%-იანი ზრდა ფიქსირდება, გუდაურში კი უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 12.1%-ით შემცირდა.
სტუმარი: ზუკა თავყელიშვილი - Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად