მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონების დაფინანსების ფორმულა გასაუმჯობესებელია - წაქაძის მიმართვა კობახიძეს

ბეჟან წაქაძე

ამ წუთებში პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს უსმენენ. კობახიძემ დეპუტატებს უკვე გააცნო სამთავრობო პროგრამა, რის შემდეგაც კანონმდებლებმა მას კითხვები დაუსვეს. უმრავლესობის დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ კობახიძეს სამი კითხვით მიმართა, რომლებიც განახლებული რეგიონების პროგრამას, შორაპნის ციხესა და რეგიონების ფინანსურ დამოუკიდებლობას შეეხებოდა.

„ძალიან კარგი პროექტი იყო განახლებული რეგიონები. ეს გრძელდება, თუმცა გრძელდება უკვე დამტკიცებული პროექტების დასამთავრებელი ნაწილი. ამ პროექტებმა მთელ რეგიონს და მთელ საქართველოს მისცა ის, რომ გამოცოცხლდა ყველაფერი. გაცოცხლდა ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს.

ბევრი ტურისტული რეგიონია საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთზე მინდა ვთქვა, ანტიკური პერიოდის ისტორიული ძეგლი, რომელიც ჩვენ გვაქვს შორაპანში. პროექტი გამზადებულია, ამის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს გადის ავტობანი, რომელიც დღე-დღეზე გაიხსნება. ეს დიდ სტიმულს მისცემს მთელს იმერეთს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ სტანდარტები და გავაძლიეროთ რეგიონების ფინანსური დამოუკიდებლობა. მე მაინტერესებს თქვენი ხედვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ სამართლიანი იყოს თანხების გადანაწილება რეგიონებში. ვფიქრობ, ეს ფორმულა გასაუმჯობესებელია“, - მიმართა ირაკლი კობახიძე უმრავლესობის დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები