გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანიაა, რეგიონებში გაზმომარაგების სამუშაოებისთვის 14 ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერების ღირებულება 59.5 მილიონ ლარს შეადგენს და მათი მეშვეობით დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაზის განაწილების ქსელის მშენებლობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
სატენდერო აღწერა ასეთია:
პროექტის ღირებულება ლარი | სამუშაოების აღწერა: | |
2,062,836 | ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხრუკვეთის და თვალუეთის გაზიფიცირების სამუშაოები | |
8,291,459 | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: დიდი თონეთის, ღოლოვანის, ორბეთის, ახალი ზირბითის და მიმდებარე სოფლების მკვებავი მაღალი წნევის (6კგ/სმ2) გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები | |
2,631,646 | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: კინოთის და მწყერისციხეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კიცხის იგორეთის და ლაშის იგორეთის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: წახანის და წახანწყაროს და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეძმისხევის გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,834,126 | ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის გაზიფიცირების და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთის და მიმდებარე სოფლების გაზგამანაწილებელი სადგურის (გგს-ის) და მისი მკვებავი DN100მმ მაღ/წნევის გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები | |
2,345,280 | შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოები | |
2,796,394 | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მირვეთის, ქოქოლეთის, ზედა ჩხუტუნეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის გაზიფიცირების სამუშაოები | |
2,774,110 | სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: პატარა ზანას, დიდი ხორშის, საგუგუნაოს, შუა ხორშის, ციზეთის და სადადიანოს გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,896,290 | ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,753,160 | ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხალიფაურის, თაბაგრების და ზოდის გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,765,350 | ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭინკაძეების, ქვედა ბზუბზუს, პირველი მაისის, ახოს და დანდალოს გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,483,794 | მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკურდის, პატარა თამაკონის, ნობულევის და სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების სამუშაოები | |
6,220,362 | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის თემის და სოფლების: დიდი თონეთის, ღოლოვანის, ორბეთის და ახალი ზირბითის გაზიფიცირების სამუშაოები | |
6,455,339 | ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილის, დურღენას, ახალსოფელის, განთიადის, გაღმა ქარიატას, გამოღმა ქარიატას, ყორათის, საჭოჭუოს და საბაჟოს გაზიფიცირების სამუშაოები | |
7,218,633 | აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვირის, ცილორის, გამოღმა ზანათის, სუჯუნას, წალიკარის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ერგეტას, ცვანეს და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების: ნაფიჩხოვოს, ლედარსალეს და ხანწკის გაზიფიცირების სამუშაოები |