მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში 120 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონების სამშენებლო ტენდერები გამოცხადდა

სტადიონი ფეხბურთი

თბილისში 876 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონის ტენდერის გამოცხადების პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში UEFA-ს მეორე და მესამე კატეგორიის სტადიონების მშენებლობის ტენდერები გამოაცხადა. პროექტის თანახმად, სტადიონები ხელოვნურ საფარიანი იქნება და მათი მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.

გამოცხადებული ტენდერები შემდეგ ლოკაციებს მოიცავს:

  • ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი – 15.7 მლნ ₾;
  • წალკა, ბოლნისი – 10.4 მლნ ₾;
  • ბაღდათი, თერჯოლა, ქუთაისი – 15.5 მლნ ₾;
  • წყალტუბო, იანეთი, ხონი – 15.5 მლნ ₾;
  • ხაბუმე, აბაშა, სერგიეთი – 15.6 მლნ ₾;
  • გორი (ორი ლოკაცია) და მეჯვრისხევი – 15.0 მლნ ₾;
  • გურჯაანი, წნორი – 10.3 მლნ ₾;
  • ყვარელი, თელავი, ახმეტა – 15.5 მლნ ₾.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კონკურსები

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა რიგი კონკურსები, რომლებიც ითვალისწინებს სტადიონების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. მათი ღირებულება 1.1–1.5 მილიონ ლარს შორისაა, ხოლო შესრულების ვადა – 8 თვე.

კონკურსები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ბოლნისი – უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის პროექტირება;
  • საჩხერე – არსებული სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტირება უეფას II კატეგორიის სტანდარტებით;
  • ტყიბული – ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება;
  • თელავი – არსებული სტადიონის დემონტაჟი და უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია;
  • ლანჩხუთი – ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას II კატეგორიის სტადიონის პროექტირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები