მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდება

დენი

რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) ფასნამატი 4-6 თეთრი იქნება.

სემეკის მიერ ახალი დადგენილი ტარიფები ასეთია:

  • 10–6-3.3 კვ. ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებლები: ტარიფი იზრდება 27.880-დან 32.880 თეთრამდე (ზრდა 5 თეთრი), რაც შეადგენს 17.9%-იან მატებას.
  • 380-220 ვ. ძაბვის მომხმარებლები (მცირე საწარმოები): ტარიფი იზრდება 28.961-დან 35.713 თეთრამდე (ზრდა 6.7 თეთრი), რაც ყველაზე მაღალი, 23.3%-იანი მატებაა.
  • 0–101 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები (და საერთო მრიცხველის მქონე): ტარიფი იზრდება 14.731-დან 19.731 თეთრამდე (ზრდა 5 თეთრი), რაც 33.9%-იან მატებას ნიშნავს.
  • 101–301 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 18.707-დან 23.707 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც 26.7%-იანი მატებაა.
  • 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 23.227-დან 28.227 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც შეადგენს 21.5%-იან მატებას.

ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები