მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 40 მლნ-ით გაიზარდა

5b797d3acf210
თამუნა ქემერტელიძე
19.08.18 18:21
955
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 40 მილიონით იზრდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 240 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ცვლილება შევიდა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც, მაღალმთიან 22 მუნიციპალიტეტს, რომლებისთვისაც გამოყოფილია თანხა, კიდევ 2 მუნიციპალიტეტი დაემატა.

ესენია: მესტიის და თიანეთის მუნიციპალიტეტები. შეაბამისად, გამოყოფილი თანხა 476 685 ლარით გაიზარდა, რომლითაც ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები