მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50,0 მლნ ლარით გაიზარდა

5defd872a7350
BM.GE
10.12.19 22:36
981
2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 50,0 მლნ ლარით გაიზარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა და 350 მლნ ლარი შეადგინა.

ასევე, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 21 მლნ ლარით და შეადგენს 224.0 მლნ ლარს. დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. პლენარულ სესიაზე ფინანსური დოკუმენტის კენჭისყრას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ. ბიუჯეტის პროექტის მესამე - საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები