მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონებში, მიკრო და მცირე ბიზნესის სუბსიდიისთვის წლის ბოლომდე 8,3 მილიონი ლარი გაიცემა

5b97b8b005cbb
თამუნა დემეტრაშვილი
11.09.18 16:41
571
რეგიონებში, მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე სუბსიდიის სახით 8,3 მილიონი ლარი გაიცემა-ამის შესახებ საუბარია ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. დოკუმენტის მიხედვით, წლის ბოლომდე მინუმუმ 880 ბენეფიციარი უნდა დაფინანსდეს. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია გადამზადების კომპონენტზეც, რომლის მიზანიც, ტრენინგებისა და სემინარების, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით, ბიზნესის ეფექტური მართვისათვის აუცილებელი ცოდნის მიწოდებაა. პროგრამის ამ კომპონენტში მინიმუმ 1800 ბენეფიციარი უნდა გადამზადდეს. ,,2018 წელს პროგრამა 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდა. ცვლილებების შესაბამისად, საგრანტო თანხა ერთ მეწარმე სუბიექტზე 20 000 ლარამდე გაიზარდა და ასევე შესაძლებელია არსებული, 2015-2017 წლებში დაფინანსებული ბენეფიციარების (სტარტაპების) განმეორებით დაფინანსებაც“-აღნიშნულია სამთავრობო დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები