მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესში ინვესტიცია 61 მლნ ლარს აჭარბებს"

5c4c47647f4c4
ელენე გოგბერაშვილი
27.01.19 12:26
1524
2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

თანადაფინანსების სახით გაცემულია 46.9 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც ჯამში, დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში, 567 მლნ ლარს აჭარბებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტებით სულ 16 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები