მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში რამდენიმე წუთში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რამენაირად უნდა შევძლოთ - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

„მულტიპროფილური დაწესებულებები არ უნდა იყოს ყველა სოფელში, მაგრამ რამდენიმე წუთში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რამენაირად უნდა შევძლოთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ძალიან ბევრ შესაძლებლობებს იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები.

"სერვისების ხელმისაწვდომობა რეგიონში მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.

ალბათ ჩვენ არ უნდა გვქონდეს მიზნად, რომ მულტიპროფილური დაწესებულებები ყველა სოფელში იყოს. ეს გამორიცხულია. რეგიონული ცენტრების მიმართულება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვა [მოსახლეობას] ახლოს რომ ჰყავდეს და რამდენიმე წუთში რომ მიღწევადი იყოს სერვისი, რასაკვირველია ეს რამენაირად უნდა შევძლოთ, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ხელმისაწვდომობა. ამ კუთხით სხვათაშორის ბევრ შესაძლებლობას იძლევა კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიები, თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ბევრი რამის გამარტივების შესაძლებლობა შეიძლება იყოს", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები