მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

5afbedbec5def
მეგი კავთუაშვილი
16.05.18 12:36
1305
IDFI-მ 112-ში შესული ზარების მონიტორინგი ჩაატარა და 2013-2017 წლების ანალიზი გამოაქვეყნა. შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე დიდი წილი, სწორედ სამედიცინო დახმარების გუნდის გამოძახებაზე მოდის.

წლების მიხედვით ზრდა რეგიონებში ფიქსირდება, დედაქალაქში კი მუნიციპალური სასწრაფოს გამოძახების ტენდენცია იკლებს. თუ 2013 წელს რეგიონებიდან მოთხოვნა დედაქალაქის მოთხოვნას ჩამოუვარდებოდა (თბილისში - 593 354; რეგიონები - 476 086), 2017 წელს სურათი საპირისპიროს აჩვენებს. კერძოდ, 2017 წელს რეგიონებიდან 1 005 018 ზარი შევიდა 112-ში, ხოლო თბილისიდან მხოლოდ 648 997 ზარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები