მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის ქვეყნები, გერმანია, UAE - დღეიდან, KobeOff წარმომადგენლობას 5 ქვეყანაში ხსნის

კობე

გაყიდვების სააგენტო KobeOff, დღეს წარმომადგენლობებს სომხეთში, აზერბაიჯანში, გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიასა და რუსეთში გახსნის.

ეს უკანასკნელი, იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელიც ანტისახელისუფლებო მოძრაობაშია ჩართული და ამის გამო, ადგილობრივ ბაზარზე სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. საუბარია აგენტის სტატუსის და შავ სიაში მყოფ მოქალაქეებზე, რომლებიც დღეიდან უკვე შეძლებენ სათანადო სერვისების KobeOff-ის საშუალებით მიღებას.

კომპანიის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ BMG-ს KobeOff-ის პროექტის ხელმძღვანელი ესაუბრა.

"გაყიდვების სააგენტო დღეიდან ყველა მიმართულებით იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კლიენტები ვინც გვეყოლება ყველა ქვეყანაში დარეკლამდება, სადაც წარმომადგენლობა გვაქვს. ასევე, დამატებითი ბენეფიტია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ უძრავი ქონება აღემატება 100 000 ლარს და დაინტერესებულია ცხოვრების უფლებით შეძლებს უზრუნველყოს ამ ბიუროკრატიული საფეხურის დაძლევაც.

ასევე, ამ ქვეყნებში გვყავს წარმომადგენლობა იურისტებით და ვისაც სურვილი ექნება შეიძინოს უძრავი ქონება ჩვენ გავუწევთ შესაბამის მომსახურებას.

რეალურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენი მომსახურებით, ჩვენ ვთავაზობთ სერვისს იურიდიული და ბუღალტრული მომსახურებიდან გასაღების ჩაბარებამდე", - განაცხადა ირაკლი კობერიძემ.

კომპანიას, ასევე ვებსაიტზე ექნება განთავსებული ყველა ხელმისაწვდომი უძრავი ქონება 360 გრადუსით. შესაბამისი აპარატურა KobeOff-მა საქართველოში უკვე ჩამოიტანა. ასევე, ქვეყანაშია ტრიდე აპარატურა, რომლითაც საიტზე განთავსებულ ყველა განცხადებას ექნება 3D მხარდაჭერა. ასევე, ნებისმიერ ობიექტს შეაფასებს შესაბამისი ბიურო, რითაც ბაზარზე არსებული ფასის გარდა, მოხდება რეალური თვითღირებულების დადგენაც.

წარმატებული გაყიდვების უზრუნველსაყოფად KobeOff სხვადასხვა სადაზღვევო თუ ფინანსურ, კერძო და საჯარო ინსტიტუტებთანაც თანამშრომლობს, რომელთა შორისაცაა TBC ბანკი, RedCo, The Loft Development, Payze, “ირაო” და სხვა.

დაარსების შემდეგ კომპანიამ რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებაზეც იმუშავა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

კომპანიის პორტფელი სხვადასხვა საფასო კატეგორიის ქონების გაყიდვებს აერთიანებს - როგორც KobeOff-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, KobeOff.com-ის მომსახურებით საშუალო და მაღალი სეგმენტის მომხმარებლები სარგებლობენ, რომელთა ქონების ღირებულება $50 000 აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები