მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5fd8e803ab483
BM.GE
15.12.20 20:32
555
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 194900-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 164786-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 44-ით 1883-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 969 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2734 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +26,689; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,707,945. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,149,610. გარდაცვლილთა რაოდენობა 47,968 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 577 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +29,617; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,866,345, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,631,944. გარდაცვლილთა რაოდენობა 16,646 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 229 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +8,416; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 909,082, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 522,868. გარდაცვლილთა რაოდენობა 15,480, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 233 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +438; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 149,120, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 127,452. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,529 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 26 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +3,112; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 183,259, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 119,005. გარდაცვლილთა რაოდენობა 4,273  ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 41 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები