მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელი ქვეყნების ვალუტები უფასურდება ყველაზე მეტად

5bec2cb642f23
BM.GE
14.11.18 20:00
1523
ოქტომბერში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, აზერბაიჯანული მანათის გარდა, გაუფასურების ტენდენციას ავლენდა, თუმცა სრულიად განსხვავებული მასშტაბით. კერძოდ, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა (37.1%-ით) და რუსული რუბლი (12.4%-ით), შედარებით ნაკლებად - სომხური დრამი (1.0%-ით). ხოლო, აზერბაიჯანული მანათი მცირედით (0.2%-ით) გამყარდა.

ოქტომბერში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 25.2% შეადგინა. შედარებით დაბალი იყო ინფლაციის დონე რუსეთსა (3.5%) და სომხეთში (2.8%). რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8%-ით მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები