რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი" საქართველოში, თბილისში გაიხსნება. მისი პრეზენაცია დღეს გაიმართა. როიგორც კომპანია „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპში” აცხადებენ პროექტის რეალიზაციის შედეგად აშენდება 22 000 კვ.მ. კომერციული სივრცე, სადაც 120 საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი საერთაშორისო ბრენდი განთავსდება. ამასთან, როგორც კომპანიაში ამბობენ, „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი. „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. ამასთან, კომპანია „დომუსი“ აღნიშნულ პროექტში „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით, 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.