მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგიონში საარბიტრაჟო დავების მესამედი სამშენებლო სექტორზე მოდის"

5ba37f358b24c
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.18 16:15
842
რეგიონში საარბიტრაჟო დავების მესამედი სამშენებლო სექტორზე მოდის, - ამის შესახებ bm.ge-სთან ICC-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მრჩეველი შივა ფილიპიჩი აცხადებს.

კონფერენციაზე, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ინჟინერთა საკონსულტაციო საერთაშორისო ფედერაციის მიერ თბილისში ჩატარდა, ძირითადად სწორედ სამშენებლო საარბიტრაჟო დავებზე იყო საუბარი.

„კონფერენცია ფოკუსირებულია დავებზე სამშენებლო სექტორში, რადგან ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია რეგიონში როგორც საქართველოში, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში. გვაქვს სტატისტიკა, რომელშიც საუბარია, რომ დავების მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდის. ამასთან, მოვისმინეთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა, რომელშიც ხაზგასმული იყო მედიაციის როლი დავებში, სწორედ ამ 2 მიზეზის გამოა ახლა აქ წარმოდგენილი საერთაშორისო სავაჭრო პალატა და ინჟინერთა საკონსულტაციო საერთაშორისო ფედერაცია”,- აცხადებს ICC-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მრჩეველი.

მისივე თქმით, ზოგადად, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მთავარი სარგებელი არის ის, რომ აქ მიღებული გადაწყვეტილება გლობალურია და მოქმედებს ყველა ქვეყანაში, რაც მეტ მოქნილობას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები