მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგიონში ვართ ერთადერთი ცუდი გამონაკლისი, რომლის საზღვარიც აბსოლუტურად დაუცველია"

5ca88f9f43ad1
ანუკა ჯოხაძე
08.04.19 11:27
856
“რეგიონის ქვეყნებში ვართ ერთადერთი ცუდი გამონაკლისი, რომლის საზღვარიც არის აბსოლუტურად დაუცველი”, - ამის შესახებ კომპანია “კუმისის” დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა bm.ge-თან განაცხადა.

მისი მტკიცებით, იმპორტირებული კვერცხი საზღვარზე არ მოწმდება და არ გადის კონტროლს, რაც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის.

უჩუმბეგაშვილის თქმითვე, კვერცხის იმპორტი ისეთი ქვეყნებიდან ხორციელდება, როგორებიცაა: თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა და იმპორტი მაშინ ხორციელდება, როცა ამ ქვეყნებში კვერცხის ჭარბი რაოდენობა აქვთ.

“კვერცხს უნდა სერიოზული შემოწმება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთლიანად დამოკიდებულები ვართ იმპორტიორის კეთლისინდისიერებაზე. კვერცხთან მიმართებში მომაწოდონ ინფორმაცია რომელი ბიზნეს ოპერატორის, რომელი იმპორტიორის მანქანა იყო გაჩერებული საზღვარზე და შემოწმებული. მე რამდენადაც ვიცი - არცერთი. ჩვენ რეგიონის ქვეყნებში ვართ ერთადერთი გამონაკლისი, ცუდი გამონაკლისი, რომლის საზღვარიც არის აბსოლუტურად დაუცველი. კვერცხის შემოტანა თურქეთიდან ხორციელდება მაშინ, როცა არის ჭარბი წარმოება და თურქებმა არ იციან, სად წაიღონ კვერცხი. იგივე ხდება უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

“კუმისის” დამფუძნებლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, Bm.ge შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდება და განმარტებებს შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები