საქართველოში დარეგისტრირებული 980 212 ბიზნესსუბიექტიდან აქტიური მხოლოდ 26.7%-ია. ყველაზე მეტი კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ავტომობილ-მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული. კერძო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ მთავარი გამოწვევა ბიზნესის რეალიზაციის არ ცოდნა და ქვეყანაში არსებული საშეღავათო გადასახადებია.