მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგულაციების გარეშე, სამომხმარებლო სესხების წილი მშპ-ის 40%-ს მიაღწევდა, რაც დამღუპველი იქნებოდა"

5ca762c689852
ლევან თაღიაშვილი
05.04.19 18:23
767
სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პლენარული სხდომის დროს რეგულაციების ეფექტსა და შავი ბაზრის რისკებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შავი ბაზარი ყოველთვის იარსებებს, რეგულაციების შემოღება კი, აუცილებელი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომხმარებლო სესხების წილი მშპ-ში 40%-ს მიაღწევდა.

„ძველებურად რომ გაგრძელებულიყო, სამომხმარებლო სესხების წილი მშპ-ის 40%-ს მიაღწევდა, რაც საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ სესხებს ადამიანები კერძო იპოთეკარებისგან აიღებენ, "შავი ბაზარი" ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ესეც მოქცეულია საკანონმდებლო ჩარჩოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამ კანონმდებლობის დარღვევა, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები