ვიცე–პრემიერის დიმიტრი ქუმისშვილის შეფასებით 2016 წლის ბოლოს ლარიზაციის რეფორმამ გაამართლა და შინამეურნეობების ნაწილში 42%-დან ლარიზაცია 57%–მდე აგაიზარდა. მისი თქმით, რეგულაცია გავრცელდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც, რომლითაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა სარგებლობს.
ქუმსიშილის ვარაუდით, წლის ბოლომდე დოლარიზაცია განულდება. ანუ შინამეურნეობები სრულად ლარში იქნება დაკრედიტებული,
როგორც ვიცე–პრემიერი აცხადებს,, 2016 წლის ბოლოს, ლარიზაციის რეფორმის შემოღებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა.
“ჩვენ საქართველოში სამწუხაროდ ლიბერალურმა ფრთამ, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა დაენერგა მისი იდეოლოგია, დაგვაკომპლექსა. მათ შორის, სწორი რეგულაციების მიმართაც გაგვხადა რეზისტენტული”–განაცხადა ქუმსიშვილმა საჯარო ლექციაზე.
ვიცე–პრემიერი ამბობს, რომ თითქმის არ არსებობს ქვეყანა , სადაც არ არის შეზღუდვა. კონკრეტულად კი შინამეურნეობებზე სესხი უნდა გაიცემოდეს ეროვნულ ვალუტაში.

























