მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგულაციებს ხშირად არ მოაქვს ის შედეგები, რაც მის დამწესებელს სურს"

5b61bec093da4
BM.GE
01.08.18 19:00
631
"რეგულაციებს ხშირად არ მოაქვს ის შედეგები, რაც მის დამწესებელს სურს", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში "ბრითიშ ამერიქან ტობაქოს" გენერალურმა დირექტორმა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში ფელიციო ფერაზიმ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციები, რომელიც თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაზე დაწესდა, საჭიროებს პატივისცემას, თუმცა ისინი გონივრული უნდა იყოს.

"არ შეიძლება აკრძალვები ბრმად გადმოვიღოთ. ბაზარი და სიტუაცია ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. თქვენ უნდა მოარგოთ ისინი, თქვენს რეალობას ისე, რომ თავიდან აიცილოთ ყველაზე დიდი საფრთხე-უკანონო ვაჭრობა, კონტრაბანდა და იატაქვეშა ვაჭრობა. მაგალითად, პანამაში ბაზრის 70% აივსო კონტრაბანდული პროდუქციით, იგივე სიტუაცია იყო სურინამში, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ. კანონიერი პროდუქცია მცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თამბაქოს მოხმარება მცირდება, ბაზარს ავსებს უკანონო ნაწარმი", - აღნიშნა ფელიციო ფერაზიმ.

მისი თქმით, საჭიროა ბალანსის დაცვა, რადგან ზრდასრული მოსახლეობის 40% მწეველია და ასეთ სიტუაციაში საჭიროა წესებისა და რეგულაციების გონივრულად დაგეგმვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები