მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგულაციებთან შეუსაბამო კანონი ეკონომიკის განვითარებას საფრთხეს უქმნის"

5b9cf70c93137
ანი მახარაძე
15.09.18 17:30
913
თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად პარლამენტმა შეიმუშავა ახალი კანონი, რომელმაც აკრძალა თამბაქოს ნაწარმის ხილულად განთავსება სავაჭრო ობიექტებში.
მიუხედავად ბიზნესსუბიექტების წერილობითი გააფრთხილებისა, გამოვლინდა ობიექტები, რომელიც დაჯარიმდა. ობიექტების დაჯარიმების მიზეზად შემოსავლების სამსახურის წერილს ასახელებენ, სადაც არ იყო დაკონკრეტებული თამბაქოს ნაწარმის ხილულად განთავსება აკრძალულია ობიექტის გარეთ - თუ შიგნით, რის გამოც ისინი ჯარიმას არასამართლიანად მიიჩნევენ.

როგორც BM.GE-ს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზინეტმა ფადი ასლიმ განუცხადა, შემოსავლების სამსახურის ამ რეგულაციებმა, შესაძლოა, უმუშევრობა და ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების შეფერხება გამოიწვიოს.

„„კანონის დანერგვა მოხდა სელექციური სახით, ყოველგვარი რეალური რეგულაციების გარეშე და მაღაზიების მეპატრონეები დაახლოებით 300-ზე მეტი მაღაზია, რომელიც ყიდის სიგარეტს, დაჯარიმდნენ 2000 ლარამდე. იმიტომ რომ სიგარეტი იყო ნაჩვენები გარედან, რაც ყოველთვის არ არის, ასე ვთქვათ, საქმის არსი.“ - ამბობს ასლი.

მისივე განმარტებით, შემოსავლების სამსახური უნდა აწესებდეს შესაბამის რეგულაციებს, თუ როგორ უნდა შეამოწმოს მაღაზიები.

„ ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრად გაწერილი წესები, რომლებიც მსოფლიოს პრაქტიკაში უკვე არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება, ბიზნესს აღარ ექნება სტიმული, ეს კი ეკონომის განვითარების შეფერხების ალბათობას გაზრდის“, - ამბობს ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები