მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგულატორის გადაწყვეტილების ასე განხილვა, სებ-ზე გავლენის მოხდენის მცდელობაა"

5c74fe3347d6a
თელარა გელანტია
26.02.19 12:50
791
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე შეფასებით, „რეგულატორის გადაწყვეტილების ასე განხილვა, სებ-ზე გავლენის მოხდენის მცდელობაა“.

ამის შესახებ გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი TBC ბანკის საქმეა.

"თიბისის საკითხი იყო განხილვის საგანი საზოგადოებაში. თიბისი ბანკთან, რომლის რეგულატორიც ვართ ჩვენ, ისევე როგორც საქართველოში არსებული სხვა ბანკებისა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ თიბისი ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის დავები არ არსებობს. რაც ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, პირადად ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რამაც შეიძლება ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენოს. პირველ რიგში, მე ვზრუნავ ბანკზე, ფინანსურ სექტორზე, აქედან გამომდინარე, სანამ არ გაკეთდა განცხადება სებ-ის და თიბისის მხრიდან, დამატებითი ინფორმაცია არ განგვიცხადებია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ გამოვაქვეყნეთ დამატებითი ინფორმაცია. აბსოლუტურად ნათელი იყო, რა გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და გავლენის მოხდენის მცდელობა", - განაცხადა გვენეტაძემ.

საკომიტეტო მოსმენა თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გუშინ გავრცელებული განცხადების მიუხედავად მას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება. დარბაზში არიან TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც მზად არიან დეპუტატთა კითხვებს უპასუხონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები