2024 წლიდან ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი, რომლებიც ევრო 5 სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ აიკრძალა. აკრძალვა შეეხო იმ მანქანებსაც, რომლებიც ევრო 5 სტანდარტთან თავსებადია, თუმცა მათი ქვეყანაში შემოტანა ისეთი ქვეყნებიდან ხდება სადაც ვალდებულება ამ ტიპის ტრანსპორტზე არ არის და მფლობელებს თუნდაც ბოლო 2-3 წელში გამოშვებული მანქანის სტანდარტებთან შესაბამისობის დამტკიცება უჭირთ. ავტომფლობელებს აღნიშნული სტანდარტის დაკმაყოფილების სერტიფიკატებს სთხოვენ, რომლის მოპოვებაც საქართველოში შეუძლებელია, ხოლო რეგიონის ქვეყნებში ძალიან ძვირი ღირს. რა პრობლემაზე საუბრობენ ავტოიმპორტიორები, სად ხედავენ გამოსავალს და რა არგუმენტები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში?