მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაცია ბიზნესისთვის - მგზავრთა გადაყვანის სექტორს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს

საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებს და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ- საქართველოს პარლამენტში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილება. გუშინ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე შედგა. კანონპროექტს ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს და ის საქართველოში მდებარე ავტოსადგურებისთვის და მგზავრთგადამყვანი ოპერატორებისთვის შესაბამისი რეგულაციების დაწესებას გულისხმობს. 

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტშიც კი აღნიშნულია, რომ დოკუმენტი 2015 წლიდან მზად არის , თუმცა რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვით გამოწვეული სოციალური რისკების გამო აქამდე საკანონმდებლო პაკეტის მიღების პროცესი ფერხდებოდა. 8 წლის შემდეგ გასაჯაროებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ცვლილებით ორი სახის ნებართვის შემოღება ხდება- საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელთა აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა. ასევე კანონს ემატება ავტოსადგურთან დაკავშირებული მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტოსადგურის კლასებს და მათ სერტიფიცირებას.

გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების მხრიდან შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები გაჟღერდა. რას გულისხმობს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რას შეცვლის ის ბაზრის მოთამაშეებისთვის და არის თუ არა დღეს ბიზნესი შესაბამისი ცვლილებებისთვის მზად?

სტუმარი: ავთანდილ ენუქიძე - პარლამენტის წევრი / სამგზავრო გადამზიდავთა და ავტოსადგურთა ლიგის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები