მთავრობა კოსმეტიკური პროდუქტების რეგულირებას გეგმავს - გეგმა კიდევ ერთხელ ამჯერად პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშში მოხვდა. პრემიერის ანგარიშის მიხედვით, მთავრობა მოამზადებს და უახლოეს პერიოდში წარადგენს კოსმეტიკური პროდუქტების რეგულირების შესახებ კანონპროექტს. იგეგმება ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს პროდუქციის ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული „პასუხისმგებელი პირის".