მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე შესაძლოა, 5-ჯერ შემცირდეს - გამოწვევა რეგიონებში შეიქმნა, საუბარია ნეტო აღრიცხვის სისტემაზე, რომლის ფარგლებში რეგიონებში ენერგო პრო ჯორჯიას ქსელში განახლებადი ელექტროსადგურის ზომა 500 -დან 100 კვტ.სთ-მდე უნდა დაიკლოს. „სემეკში განმარტავენ, რომ პროექტმა განვითარების პიკს უკვე მიაღწია და ენერგო პროს დაფარვის არეალში ბაზარზე 14%-ანი ლიმიტიც შეივსო, რაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამ თემაზე მარეგულირებელი აქტიურად მსჯელობს და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. სექტორის მონაწილეები კი ამბობენ, რომ თუკი ასეთი ცვლილებები მოხდება, შესაძლოა სფერო ინვესტირების კუთხითაც არამიმზიდველი გახდეს. როგორ აისახება პროცესი მზის ენერგიის ათვისებაზე?