წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული მოსაკრებლის მოცულობა გაიზარდა. იანვარ-თებერვალში სექტორმა ბიუჯეტში 2.4 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა, რაც წლიურად 29.1%-იანი ზრდაა. სათამაშო ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, რეალური სურათის დასანახად გასათვალისწინებელია კვარტალი კვარტალს შედარდეს და ცხადი იყოს მათ შორის რამდენი ლიცენზია იყო გაცემული შესაბამის პერიოდში. 2022 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აზარტული თამაშების სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, დარგობრივი ასოციაცია ამბობს, რომ ინდუსტრიის მოგება შემცირდა, ზარალზე არიან მიწის ზედა ობიექტები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლიდან ახალი დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდა. როგორც ირკვევა, ობიექტების ნაწილი ოპერირებას რამდენიმე კვირაში, ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ შეწყვეტს.