აზარტული თამაშების ბიზნესში არსებულ ტენდენციაზე საუბრით ვაგრძელებთ ეთერს. ამ სექტორის რეგულირების გავლენით, გასულ წელს ტელევიზიების მიერ აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელთან შედარებით 4-ჯერ, 13 მილიონი ლარით შემცირდა და 4,8 მლნ ლარი შეადგინა. მიზეზი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომლითაც მაუწყებლებში აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, გასული წლის 1 მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს აკრძალული აქვთ თამაშის უფლება. გასული წლის 1 იანვრიდან ასევე შეიცვალა ონლაინთამაშების დაბეგვრის წესიც. როგორ ოპერირებს აზარტული თამაშების ბიზნესი დღეს და რა გავლენა აქვს რეგულაციებს ამ სექტორის განვითარებაზე?
სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელილ