2024 წელს, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.1 მლრდ ლარი შეადგინა, 11.8 მლრდ ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. თავის მხრივ, 2023 წელს 2022 თან შედარებით ზრდა 11.4 მლრდ ლარი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბრუნვაში ასახავს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, რომელიც ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით განისაზღვრება. როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 1.5 წელზე მეტია ძალაშია. თუკი მანამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა. აღსანიშნია, რომ გადასახადის ზრდა მოხდა მიმდინარე წლიდანაც. კერძოდ, 1 იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი GGR-ის 20% გახდა. მიუხედავად რეგულაციების ზრდისა, 2024 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ სექტორის ბრუნვა იზრდება. რა ბუსტავს სექტორს და რა გავლენა აქვს ამ სფეროზე რეგულაციებს?
სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი