ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული ტურისტი - შსს-მ ბათუმში, ძლიერი ქარის გამო პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რეგულირდება თუ არა ზღვაში პარაშუტით ფრენის მომსახურება და რა რეგულაციები მოქმედებს ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით.