მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირება თუ დერეგულაცია - რა გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის?

5f688473b6fc2
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 22:51
1037

“ეკონომიკურ მეცნიერებას ძალიან კრიტიკული ხედვა გააჩნია, რეგულაცია - დერეგულაციის მიმართ. უნდა მივიღოთ თუ არა კონკრეტული რეგულაცია, ეს კონკრეტულ ქეისზეა დამოკიდებული და კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თეიმურაზ გოგსაძემ განაცხადა.


გოგსაძემ ასევე განაცხადა, რომ რეგულაციის მიზანი სტანდარტული ეკონომიკისთვის სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზებაა. ქცევით ეკონომიკაში ამ საკითხის დასმა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მიზანი იგივეა - კეთილდღეობის მაქსიმიზაცია.

“არის მოცემულობა, რომ ინდივიდი არარაციონალურია ეს არის კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული გამოვლინება. ვთქვათ გვინდა, რომ ინდივიდმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს იმისათვის, რომ საბოლოო შედეგზე გავიდეთ. 



მაგალითად, კრედიტის აღების დროს ისეთი კრედიტი აიღოს, რომელსაც ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აქვს და ამით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს. სტანდარტული ეკონომიკა გვეუბნება, რომ რადგან ინდივიდი რაციონალურია ამისათვის საკმარისია, გადაწყვეტილების მიმღები სრული ინფორმაციით უზრუნველვყოთ, ხოლო ბანკებს მოვთხოვოთ ეს ინფორმაცია მიაწოდონ.” - აღნიშნა გოგსაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები