"რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაზე, სამწუხაროდ თითქოს შეფერხებულები ვართ" - აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოადგილემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ბოლო პერიოდში "მნიშვნელოვანი ძვრები არ არის".
"რია-ს მიმართულებით ამ წლების განმავლობაში სერიოზული მუშაობა წავიდა, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცნაირად თითქოს შეფერხებული ვართ. აქ ერთი მიმართულებაა, სადაც ევროკავშირი მუშაობს, იუსტიციის სამინისტროა ძირითადი ადგილი, საიდანაც მუშაობს და მეორე USAID-ია და ამ მიმართულებაში მთავრობაც არის ჩართული.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ძვრას ვერ ვხედავ. ჩვენ კანონით რია-ს ვალდებულება არ გვაქვს, თუმცა ე.წ. ესტონურ მოდელში "რია“ არის გაკეთებული", - განაცხადა ებანოიძემ.

























