გიდები ტურიზმის შესახებ კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობის დარეგულირებას ითხოვენ. ქართველი გიდები ამბობენ, რომ ირანის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის გიდები საქართველოში ნებართვის გარეშე მუშაობენ და ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან. მათი თქმით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით არასამართლიან კონკურენტულ გარემოში არიან, რაც მათ საქმიანობას აზარალებს. საკითხზე დღეს საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა პრეს კონფერენცია გამართეს.