მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტო GMP სტანდარტების საკითხზე ფარმაცევტულ კომპანიებს ხვდება

6270f8c89de61
BM.GE
03.05.22 14:00
445
GMP სტანდარტებთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ფარმაცევტულ კომპანიებს ხვდებიან. სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს ექსპერტები ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს GMP სტანდარტზე გადასვლისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP/GDP სტანდარტების დანერგვა დაიწყო. ფარმაცევტულმა საწარმოებმა და დისტრიბუტორებმა ხარისხის სტანდარტზე გადასვლა ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე უნდა შეძლონ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა, დამატებითი შეღავათი არის განსაზღვრული იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები