მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტო პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის 216 შემთხვევას სწავლობს

603799375d908
BM.GE
25.02.21 16:26
668
ამ წუთებში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, მისი ბრძანების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 216 შემთხვევაში.

ამასთან, შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 535 ოქმი.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით, დაჯარიმდა - 298 სამართალდამრღვევი; შენიშვნა მიეცა - 77 სამართალდამრღვევს; საქმე შეწყდა - 19 შემთხვევაში. 141 შემთხვევაში კი პროცესი მიმდინარეობს. ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლოების მიერ, ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ  656 950 ლარი შეადგინა.
 
ანგარიშის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 73 საკითხი (140 ექიმი). პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 6 ექიმს; 134 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მათ შორის, 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 24 ექიმს (1 თვით - 7 ექიმს, 2 თვით - 12 ექიმს, 3 თვით - 1 ექიმს, 4 თვით - 1 ექიმს, 6 თვით - 3 ექიმს);

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები