მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არარელევანტური იყო - აზარაშვილი

რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არარელევანტური იყო - აზარაშვილი
BM.GE
31.07.23 13:07
25

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არარელევანტური იყო. ამის შესახებ აზარაშვილმა bm.ge-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, რამდენიმე კვირის წინ მიიღო. „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია, თუმცა მარეგულირებელს, პარალელურად შეტყობინების გაგზავნიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოსგან შემოწმების მიზანშეწონილობის დადასტურება დასჭირდება. გარდა ამისა, მარეგულირებელი არა ერთხელ, არამედ 3-ჯერ შეძლებს წლის განმავლობაში დაწესებულებებში სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას.

„ხვალიდან ძალაში შევა ახალი რეგულაციები, რომელიც მე ვფიქრობ არაფერი განსაკუთრებული არ იყო. ვფიქრობ, ატეხილი აჟიოტაჟიც არ იყო რელევანტური, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ზოგიერთი ხარვეზი, რაც კანონმდებლობაში იყო, შევეცადეთ გამოგვესწორებინა. ყველაფერი კიდევ უფრო ცხადად და მკაფიოდ ყოფილიყო მიმართული პაციენტების ჯანმრთელობისკენ და ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფისკენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს როლი დაფინანსების ნაწილში და ამ ნაწილშიც ჩვენ მზად ვართ ხარისხიან მკურნალობაში ადეკვატური ტარიფები გადავიხადოთ. მხოლოდ და მხოლოდ ამის მოწესრიგებისკენ არის ყველა ეს ცვლილება მიმართული“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები